Wednesday, January 27, 2016

ტიფლისი

ტიფლისი


  ძველი თბილისის ჯერ კიდევ უცნობი ისტორიები  ახალ ქართულ სერიალში “ტიფლისი”
დღეს საქართველოში სატელევიზიო ინდუსტრია ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ეს არის პერიოდი, როდესაც ფაქტობრივად ვერ ხერხდება ქართული სატელევიზიო პროდუქციის განსაკუთრებული, გამორჩეული სტილის ჩამოყალიბება და სრულყოფა. მაყურებელი ჯერ კიდევ უყურებს დასავლურ და რუსულ ტელევიზიებში შექმნილ გადაცემების სუროგატებს, რომლებიც, ხშირად, დაბალი გემოვნებითა და კულტურით გამოირჩევა. სერიალი, როგორც ტელევიზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, განიცდის ზეგავლენას, როგორც ფორმის ასევე შინაარსისი მიხედვით. ამ ბოლო პერიოდში იკვეთება ქართული ტელესერიალების შექმნის ტენდენცია, შესაძლებელია სერიალების დიფერენცირება, იქნება ეს სიტუაციური კომედიები, სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის დამოუკიდებელი სერიათა ნაკრები და სხვა, რომელთა ბუმიც ამ ეტაპზე შენელდა, მაგრამ ისინი მაინც იკავებენ მნიშვნელოვან ადგილს საეთერო ბადეში.

პირველივე სერიაში ავტორები გვაცნობენ დანაშაულის ძირითად ფაქტებს, ისტორიის ძირითად მონაწილე გმირებსა და სოციალურ ფენებს. მე-19 საუკუნის ტიფლისის `გაცოცხლებული სურათები”, რამოდენიმე შრისგან შედგება. ეს არის `ამბავი პერიფერიიდან”, სადაც, ძირითადად, ტყეში გავარდნილი ყაჩაღების შესახებ მოგვითხრობენ, ინტელიგენცია, რომელიც იყოფა ორ შრედ: პატრიოტები და დამნაშავეები, გამოძიების პროცესი, რომელშიც ორი მეძებარი და ჟურნალისტია ჩართული. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ცხოვრების ყოფითი დეტალები, დაძაბული სოციალურ-პოლიტიკური ფონი, სიუჟეტში არსებული მოტივები ამბის გაშლის მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა.

Thursday, January 14, 2016

მინიონები

მინიონები 


2010 წლის ზაფხულის არდადეგებზე კინოეკრანებზე გამოჩნდა მულტფილმი "საძაგელი მე" (Despicable Me). სურათი მოზარდებს მოუთხრობდა სუპერბოროტმოქმედზე, რომელსაც დროებით მოუწია გამხდარიყო მამინაცვალი, რის გამოც შეიცვალა და კეთილი გახდა. მაგრამ, მულტფილმის ძირითადი ჩანაფიქრი მდგომარეობდა მთავარი ბოროტმოქმედის სასაცილო თანაშემწეებში - "მინიონებში" (minions ინგლისურიდან ნიშნავს - მოსამსახურეს).



მილიონობით პატარა ყვითელმა კაცუნამ, რომელიც უცნობ ენაზე მეტყველებენ და საკმაოდ უცნაურად იქცევიან, იმწამსვე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. შედეგად "საძაგელ მეს" მოჰყვა გაგრძელება, მინიონები ბრენდი გახდა, ხოლო 2015 წლის 9 ივლისს ეკრანებზე გამოვიდა "საძაგელი მე"-ს სპინ-ოფი, რომელიც ეძღვნება თვით მინიონებს.  

ფეხსაცმელი

ფეხსაცმელი


           ძველ ეგვიპტეში ფეხსაცმელს პაპირუსისგან ქმნიდნენ. მისი ტარების უფლება თავდაპირველად მხოლოდ ფარაონს და მასთან დაახლოებიულ პირებს ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ფარაონის მეუღლე ამ დაახლოებულ პირებში არ შედიოდა. ამიტომ ის ფეხშიშველი დადიოდა. პეროდოტეს გადმოცემით ერთი წყვილი სანდლის შეკერვა ფარაონს ქვეყნის მთელი წლის შემოსავალად უჯდებოდა. 

კაცობრიობა ეგვიპტეს სხვა ყველაფერთან ერთად ქუსლიანი ფეხსაცმლის შექმნასაც უნდა უმადლოდეს. წარმოიდგინეთ თანამედროვე მსოფლიო სადაც არ არსებობს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ქუსლიანი ფეხსაცმელი არა ფარაონებისათვის და მათი წრისათვის, არამედ ჩვეულებრივი მოსახლეობისათვის შეიქმნა, რათა მათ ადვილად შეძლებოდათ გადაადგილება უსწორმასწორო .

       რომაელები თავდაპირველად ფეხზე ნაჭერს ატარებდნენ (თითებიან წინდებს ) შემდეგ ისინი ბერძენთა სანდლებზე გადავიდნენ. მათ შექმნილ ფეხსაცმელებს აფორმებდნენ სხვადასხვა მეტალის ნივთებით. მოკლედ ბერძენთა პროდუქტი თავიანთ თავზე მოირგეს.