მინიონები
2010 წლის ზაფხულის არდადეგებზე კინოეკრანებზე გამოჩნდა მულტფილმი "საძაგელი მე" (Despicable Me). სურათი მოზარდებს მოუთხრობდა სუპერბოროტმოქმედზე, რომელსაც დროებით მოუწია გამხდარიყო მამინაცვალი, რის გამოც შეიცვალა და კეთილი გახდა. მაგრამ, მულტფილმის ძირითადი ჩანაფიქრი მდგომარეობდა მთავარი ბოროტმოქმედის სასაცილო თანაშემწეებში - "მინიონებში" (minions ინგლისურიდან ნიშნავს - მოსამსახურეს).
მილიონობით პატარა ყვითელმა კაცუნამ, რომელიც უცნობ ენაზე მეტყველებენ და საკმაოდ უცნაურად იქცევიან, იმწამსვე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. შედეგად "საძაგელ მეს" მოჰყვა გაგრძელება, მინიონები ბრენდი გახდა, ხოლო 2015 წლის 9 ივლისს ეკრანებზე გამოვიდა "საძაგელი მე"- ს სპინ- ოფი, რომელიც ეძღვნება თვით მინიონებს.
ვინ არიან მინიონები?
პირველ მულტფილმში ჯერ კიდევ თუ გარკვეული არ იყო, ვინ არიან მინიონები, საიდან გაჩნდნენ, ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის ტრეილერი პასუხს იძლევა ყველა ამ კითხვაზე: ლეგენდის მიხედვით მინიონები დედამიწაზე უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ, თითქმის დინოზავრების ეპოქიდან. რადგან "საძაგელი მე"- ს სამეული მონაწილეობდა 17- ე საუკუნის მოვლენებშიც, გასაგები ხდება - ისინი უკვდავები არიან. ამასთან, ცხოვრობენ მხოლოდ ერთი მიზნით - ემსახურონ ბოროტებს. ბოროტებისადმი დაქვემდებარების გარეშე მინიონები დეპრესიაში ვარდებიან. ისინი თვითონ პოულობენ ბოროტს და საკუთარ თავს მის ხელმძღვანელობას ანდობენ, შემდეგ კი მას რწმენითა და ერთგულებით, სულითა და გულით ემსახურებიან, სანამ ის (ანუ ბოროტი) არ მოკვდება, შემდეგ კი ეძებენ მორიგ ბოროტმოქმედს. მინიონებს ერს ან ხალხს ვერ უწოდებ, რადგან მათ არ ჰყავთ შვილები, მოხუცები, ქალები. ახლა კი ქვემოთ ვნახოთ ახალი მულტფილმის ტრეილერი.
რა სქესის არიან მინიონები?
მთავარ გმირთა სახელების მიხედვით - სტიუარტი, ბობი და კევინი - აშკარად მამაკაცები არიან, უმეტესწილად მათ ახასიათებთ ხასიათის მამაკაცური თვისებები. ზოგჯერ "შეყვარებულნიც" კი არიან: მულტფილმში "საძაგელი მე 2" მინიონი- სტიუარტი შეყვარებულია ქალზე. მაგრამ ავტორები სპეციალურად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ სურვილის შემთხვევაში მინიონები შეიძლება გოგონებადაც იქცნენ.
ახლა იმის შესახებაც ვთქვათ ორიოდ სიტყვა, თუ როგორ უერთიერთობენ ერთმანეთში მინიონები.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირები ერთმანეთს იცნობენ ათასწლეულებია, მათი ურთიერთობა შეუძლებელია მეგობრულ ურთიერთობად იწოდოს. ისინი გამუდმებიდ დავობენ, ერთმანეთს დასცინიან, ხარხარებენ თავიანთი მეგობრის შეცდომებზე და ა. შ.
ამ ნაწყვეტში ჩანს, როგორ სურს ერთ მინიონს ყვანჭი უთავაზოს მეორეს, შემდეგ ერთი დასცინის მეორეს, შემდეგ ორივენი ჩხუბობენ, სცენის ფინალში კი, ერთს იტაცებს არნახული ბოროტი, მეორე ხელს გაუშვებს მას და ექიდნური დაცინვით აცილებს გაურკვევლობაში.
No comments:
Post a Comment