Wednesday, November 11, 2015

ფოტოჟურნალისტიკა – ფოტოებით საუბრის ხელოვნება


ფოტოჟურნალისტიკაფოტოებით საუბრის ხელოვნება
                                   “ფოტოგრაფია ის დოკუმენტია,რომელსაცშეხედავს თვალებისა და გულის მქონეადამიანი და იგრძნობს,რომ მსოფლიოშიყველაფერი კარგად როდია.რობერტ კაპა
ფოტოჟურნალისტიკა ჟურნალისტიკისა და ფოტოხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც რაიმე ამბავს თუ მოვლენას ფოტოების სერიის საშუალებით გადმოსცემს.თუმცა ფოტოგრაფიის სხვა ჟანრისგან იმით განსხვავდება, რომ მისთვის დამახასიათებელია:
v  ოპერატიულობაფოტოები განიხილება მიმდინარე ან უახლოეს წარსულში მომხდარი მოვლენების კონტექსტში.

v  ობიექტურობაროგორც შინაარსობრივად ისე ხასიათით, ფოტომასალა ზუსტად ასახავს სიტუაციას ან/და მოვლენას.
v  თხრობითობაითვლება, რომ ფოტოების მეშვეობით შეიძლება საკითხი ბევრად უკეთ გადმოსცე, რადგან ამ დროს მაყურებელი უფრო კარგად აღიქვამს მოვლენას, ვიდრე როდესაც მხოლოდ სიტყვებით აღწერილს კითხულობს.
პირველი ფოტო-ესსე 1853-56 წლების რუსეთ -ოტომანთა იმპერიის ომს ასახავდა. ესაა ფოტოჟურნალისტიკის დასაბამი. მას შემდეგ ეს მიმდინარეობა ნელ-ნელა პოპულარული ხდებოდა. მე–20 საუკუნე კი, უმნიშვნელოვანესი პერიოდია მსოფლიო ფოტოჟურნალისტიკის ისტორიაში. ამ პერიოდს უკავშირდება ისეთი დიდი ფოტოჟურნალიტების მოღვაწეობა, როგორებიც არიან: რობერტ კაპა, ქეროლ გაზი, დოროტეა ლანჟი
მე-20 საუკუნის ფოტოგრაფებმა (რობერტ კაპა , ტიმ ფეიჯი, დონ მაკკუილინი , ჰენრი კარტიე-ბრესონი, მარგარეტ ბურკ-უაითი, დენიელ რობერტ ელდონი …)თითქმის ყველა ძირითადი ომი ასახეს ფირზე. როგორც წესი, ბევრი მათგანი ომის დროს გარდაიცვალა, ზოგი ცხოვრების ბოლომდე ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ დარჩა სულისშემძვრელი კადრების მოგონებების გამო. ომის ფოტოჟურნალისტთა სახელები, მრავალი მებრძოლის მსგავსად, არანაკლები გმირის სახელით შემორჩა ისტორიას. მათი ერთადერთი იარაღი ფოტოკამერა იყო, ერთადერთ მოვალეობად კი წამის მეასედში იმ კადრის აღბეჭდვას თვლიდნენ, რომელიც შემდგომში თაობებს ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას მიაწვდიდა. არ ჰქონდათ დაფიქრების, შიშის, მოდუნების, მყუდრო ადგილიდან მშვიდად თვალთვალის უფლება. საჭირო წამის მოლოდინში ბრძოლის ველზე მრავალ საათს უძლებდნენ ფსიქოლოგიურ სტრესს.
ქართული ფოტოგრაფიის დასაბამად შეიძლება ჩაითვალოს 1840-იანი წლები, როცა გაიხსნა პირველი კერძო ფოტოსტუდიები. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ალექსანდრე როინიშვილი (1846-98). . ხლამოვის ხელშეწყობით თბილისში გიახსნა სტუდიარემბრადტი”. 1880-89 წლებში .ლექსანდრე როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი . ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას.
ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში.
ქართული ფოტოჟურნალისტიკის ისტორიაში მნიშვნელოვანია 1921 წელს თბილისში რუსეთის არმიის შემოსვლის ამსახველი ფოტომასალა, რომელიც, მართალია, გადაიღეს არა ქართველმა ფოტოგრაფებმა, არამედ რუსებმა, თუმცა ეს იყო საქართველოში განვითარებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის ამსახველი ფოტოსერია. ფოტოგრაფები იყვნენ . კლარი, . კოზაკი, . გრინევიჩი და სხვები, რომლებსაც, როგორც ატელიეში მომუშავე ფოტოგრაფებს, არ გააჩნდათ რეპორტაჟული გადაღების ჩვევები, შესაბამისად, ფოტოსერია წარმოდგენილია სტატიკური ფოტოსურათებით, თუმცა მიუხედავად ამისა, ეპოქის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტებია.
თანამედროვე ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში უმნიშვნელოვანესი ფიგურები არიან შახ აივაზოვი, დათო მძინარაშვილი, ლევან ხერხეულიძე, გოგი ცაგარელი, ნათელა გრიგალაშვილი, დიმა ჩიკვაიძე,  გურამ წიბახაშვილი,მირიან კილაძე,გია ჯაბელიძე,იურა მეჩითოვი,ბორია შავერდიანი,გია თაგვიაშვილი,დათო სულაქველიძე
საქართველოში ფოტოჟურნალისტიკა, როგორც მედიასაშუალება, თითქოს ყურადღებისა და დაფასების გარეშე დარჩა.
ამის მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში არ არის ფოტოჟურნალისტიკის სკოლები, რაც საგაზეთო ფოტოს გადაღების ცოდნის დეფიციტს იწვევს.
კიდევ ერთი პრობლემაა ფინანსური საკითხი. რედაქტორები ვერ ხედავენ მოგებას პროფესიონალი ფოტოგრაფების დასაქმებაში. ზოგს მიზეზად უსახსრობა მოჰყავს, ზოგს კი მკითხველის მხრიდან უინტერესობა და ბაზარზე ხარისხისა და ექსკლუზივის მოთხოვნის არარსებობა.
ბესო გულაშვილი,  ფოტორეპორტიორი: ,,2002 წელს , როდესაც მე ,,24 საათისთვისვმუშაობდი, ჩვენ დავიწყეთ საზღვარგარეთ გასვლა ფოტოების მოსაპოვებლად,მაგრამ ფინანსურმა პრობლემებმა შეგვაჩერა. თან, ამაზე ხალხში მოთხოვნაც არ იყო დამოგებაც არ გვრჩებოდა”. ხოლორეზონანსისრედაქტორი, ლაშა ტუღუში აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფის დაქირავება ძალიან ძვირი ღირს და მათ ამის საშუალება უბრალოდ არ აქვთ.
                                                                                                                               წყარო
                                                კოუბრე . ,,ფოტოჟურნალისტიკა“, თბ. : დიოგენე, 2005.

No comments:

Post a Comment