Wednesday, November 25, 2015

ლეგენდა სიცოცხლეში და ლეგენდა სიკვდილის შემდეგ

ლეგენდა სიცოცხლეში და ლეგენდა სიკვდილის შემდეგ



ნამდვილი სახელი: ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი. 
დაიბადა: 01. 06. 1926 ლოს-ანჯელესში
დაიღუპა: 05. 08. 1962 ბრეიტვუდში (კალიფორნია). 
სწავლობდა სამსახიობო სტუდიაში - ნიუ იორკში.
იცხოვრა კაშკაშა, მაგრამ მოკლე და რთული ცხოვრებით...
ამერიკის სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება, მილიონობით ქალის შურის ობიექტი, რომლის კინო-ოლიმპის მწვერვალზე გამოჩენა სასწაულს ჰგავდა, მაგრამ ტრაგიკული ფიგურა აღმოჩნდა... არშემდგარი პირადი ცხოვრება და იმის ამაო მცდელობა, რეჟისორებისთვის დაემტკიცებინა, “ლამაზმან მერილინს” საკუთარი “ღირსებების” დემონსტრირებაზე გაცილებით მეტის უნარი შესწევსო - აი, იმ ტრაგედიის ძირითადი მიზეზები, რომელიც მოგვიანებით მდიდრულ აგარაკზე გათამაშდა - 1962 წლის 5 აგვისტოს დილას პოლიციამ მერილინის ცხედარი აღმოაჩინა.
        მერილინის ტრაგედიის სიღრმე რომ იგრძნო, წარსულში უნდა დაბრუნდე; იმ დროში, როცა ქერაკულულებიანი ნორმა ჯინი ცხოვრების პირველ, საკმაოდ სასტიკ გაკვეთილებს იღებდა... ვინ იცის, როგორი ბედისწერა ელოდა, ბუნებას რომ არ დაეჯილდოებინა მშვენიერი სხეულით, საოცარი კანითა და საყვარელი სახით, რომელშიც ანგელოზის მომხიბვლელობა მაცდურის ჯადოსთან იყო შეზავებული...
         რეჟისორებისთვის მერლინი ყოველთვის ლამაზ სექსუალურ ქალად რჩებოდა, და არც ერთ მომწვევს მასში მსახიობის დანახვა არც უცდია და არც სურდა. ამით აიხსნება მისი სურათების რეპერტუარიც. მისი ფოტოები საღამოს კაბებში - თუ მათ გარეშე - მილიონობით ტირაჟით იყიდება, პრესის ფურცლებზე კი გაუთავებლად ჭორაობენ მის პირად ცხოვრებაზე. ეკრანული იმიჯის შეცვლის ყველა ცდა მარცხით მთავრდება. ე. კაზანისა და ლი სტრასბერგის თეატრალურ სტუდიაში გაკვეთილებს ესწრება და ამის გამო დასცინიან. ინტერვიუებში სულ იმეორებს, სერიოზულ სურათებში თამაში მსურსო... მაგრამ ისევ მელოდრამებსა და კომედიებში იწვევენ, მაცდური - მაგრამ ცალტვინა ლამაზმანის როლზე (ფილმები: "შოუ-ბიზნესზე კარგი ბიზნესი არ არსებობს", 1954; "ქორწილიდან 7 წლის შემდეგ", 1955; "უფლისწული და მომღერალი”, 1957).
                  ბავშვობა:1 ივნისს 1926 წლის გლედის მონრო ბეიკერს ქალიშვილი გაუჩნდა, რომელსაც იმ დროისთვის პოპულარული მსახიობის - ნორმა ტოლმეჯის მსგავსად – ნორმა დაარქვა. გლედისი 2 წელი იყო მარტინ მორტენსონის ცოლი, მაგრამ მერლინის დაბადების დროს, უკვე გაშორდა ქმარს. მორტინსონის მამობა საეჭვოდ მიიჩნევა, მაგრამ, ასეა თუ ისე, დედამ შვილი ამ გვარით ჩაწერა. სამსახურის გამო გლედისს ქალიშვილისთვის არ ეცალა. 2 კვირის გოგონა ახალმა მშობლებმა იშვილეს. 1932 წლიდან (8 წლის) ნორმა ჯინი ბოლენდერებთან ცხოვრობდა. ეს ოჯახი ბავშვებს აღსაზრდელად იმისთვის იღებდა, რომ კრიზისის წლებში ბავშვის შემწეობაზე ეცხოვრა. გლედისი ხანდახან სტუმრობდა შვილს და გოგონას ართობდა და ამხიარულებდა.
                    ზუსტი ცნობები მერილინის მხოლოდ 3 ქმარზე არსებობს: ჯიმ დაგერტი, ჯო დი მაჯო, არტურ მილერი.
                      აუხდენელი ოცნება - შვილები
მერლინ მონრო მთელი ცხოვრება შვილს ნატრობდა, მაგრამ ვარსკვლავობისა და ფილმებში გადაღების ძლიერმა სურვილმა ოცნების ახდენა შეუძლებელი გახადა. ჯანმრთელობის მხრივაც პრობლემები ჰქონდა.

  სიკვდილი მერლინ მონრო 1962 წლის 3 აგვისტოს 36 წლის ასაკში ნარკოტიკის სასიკვდილო დოზით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სიმართლესთან ახლო 4 ვერსიაა ცნობილი:


1. კენედების შეკვეთილი მკვლელობა?

1954 წელს მერილინს ტყავისყდიანი დღიური შეუძენია. მასში ჯონ კენედის საუბრებიდან ნაწყვეტებს იწერდა. მეგობრებთან საუბარში ჯონი პოლიტიკურ პრობლემებს განიხილავდა, ან ხსნიდა მთავრობის ამა თუ იმ დადგენილების არსს ან აუცილებლობას. რა თქმა უნდა, ეს საუბრები საზოგადოებისთვის არ იყო განკუთვნილი, თუმცა პრეზიდენტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მერილინი ვერ იმახსოვრებდა იმას, რასაც ჯონი ლაპარაკობდა, ამან პრეზიდენტი ერთხელ კინაღამ გააცოფა. ასე გაჩნდა ცნობილი დღიური - მაკომპრომენტირებელი ცნობებით სავსე გემრიელი ლუკმა კონკურენტებისთვის, მაფიისთვის და თავად პრეზიდენტისთვის.

1960 წელს მერლინს უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან, სიმთვრალეში ხანდახან ჯონთან ინტრიგაც წამოსცდენია. არადა ამ ურთიერტობის გახმაურება კენედის კარიერას რა თქმა უნდა არ წაადგებოდა. როცა მერლინი ბოლოსდაბოლოს მიხვდა, რომ ჯონი მის ცოლად მოყვანას არ აპირებდა, ყურადღება ძმაზე - რობერტზე გადაიტანა. რობერტი იმ დროს იუსტიციის მინისტრი იყო, მერლინი გამუდმებით ურეკავდა, რაც მინისტრიეს სასახელოდ ნამდვილად არ მეტყველებდა, რობერტის შეუბღალავი რეპუტაცია საფრთხეში იყო, მოგვიანებით ყურმილს საერთოდ აღარ იღებდა.
ალკოჰოლის, ნარკოტიკების, დეპრესიის ხელში მერილინი კენედებისთვის სერიოზული დაბრკოლება და საფრთხე გახდა: მათი კავშირის გახმაურების შემთხვევაში, ინფორმაცია ბომბივით აფეთქდებოდა და დაანგრევდა ყველაფერს, რასაც ძმებმა სიცოცხლე შესწირეს.მერილინის სიკვდილის შემდეგ ვიღაცამ მთელი სახლი გადაქექა. ტყავისყდიანი დღიური კი ვერადავერ იპოვეს.
2. სიკვდილი, რომელიც მაფიამ მოაწყო?
მერილინს რომანი რობერტ კენედისთანაც ჰქონდა. იუსტიციის მინისტრმა ნამდვილი ომი გააჩაღა მაფიის წინააღმდეგ, ფრენკ სინატრასაც გადაეკიდა – ცნობილი მომღერალი მაფიის მეთაურის, სემ ჯანკანას მარჯვენა ხელი იყო. მერილინი ისეთ წრეში ტრიალებდა და იმდენად ცნობილი იყო, რომ კენედების შანტაჟისა და კომპრომენტირებისთვის იდეალურ ვარიანტად გამოდგებოდა.
იცოდნენ თუ არა ჯანკანებმა მერილინის დღიურზე - არაა ცნობილი, მაგრამ, მისი სიკვდილის შემთხვევაში, პრეზიდენტისა და მისი ძმის პირადი ცხოვრების არასასიამოვნო დეტალები გამოაშკარავდებოდა.. ეს კი მაფიის ინტერესში შედიოდა.
3. უბედური შემთხვევა - ნარკოტიკების ჭარბი დოზანარკოტიკების მიღებას მერლინი 1953 წელს იწყებს. 1955 წლიდან ძილისწინ აბებს იღებს, ან ხსნარებს, დილიდან - სტიმულატორებს, თან ალკოჰოლსაც არ ერიდება. ნერვული შეტევები თანდათან ხშირდება. როცა მუცელი მოეშალა და დეპრესიაში ჩავარდა, კიდევ უფრო მიეძალა ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, კომაშიც კი იყო. 1961 წელს მერილინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ნარკოტიკების მოხმარება საიდუმლო აღარ იყო. ასე რომ, შემთხვევითი, ჭარბი დოზისგან სიკვდილიც არ ჩანს დაუჯერებელი.
4. თვითმკვლელობათაყვანისმცემლების ბრბოების მიუხედავად, მერლინი მარტოსული და დეპრესიული იყო. როგორც ჩანს, მისი შიში, დედასავით არ გავგიჟდეო, ამაო არ იყო.
თავის მოკვლა ორჯერ სცადა. ერთხელ გაზი ჩართო, მეორედ - აბები მიიღო. ჯონი ჰაიდის სიკვდილის შემდეგაც ჰქონდა მცდელობა. 1958 წელს ფსიქიატრი შიზოფრენიის ნიშნებსაც ამჩნევს. ბოლო ფილმზე ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ ნერვული შეტევა ჰქონდა და კლინიკაში “ნაკლებად შფოთიანების” პალატაში ათავსებენ. ასეთი ფსიქიკის ფონზე, არც თვითმკვლელობაა არარეალური.
მერილინის სიკვდილის შემდეგ ამერიკაშიც და ევროპაშიც უამრავი წიგნი და სტატია ქვეყნდებოდა მისი ფენომენის ამოსახსნელად, ხოლო ეკრანებზე მისი შემოქმედებისთვის მიძღვნილი რამდენიმე ფილმი გამოვიდა: "მერლინი" (1963), "ნახვამდის ნორმა ჯინ!" (1976), "მერლინი: ისტორია, რომელიც ჯერ არ უამბიათ" (1980), "მერლინ მონროს უკანასკნელი დღეები" (1985), "მერლინ მონრო: რა იმალება ლეგენდის მიღმა" (1987), ჩემი ერთი კვირა მერილინთან (2011). თითოეული კინოსურათის ავტორი თავისებურად ცდილობს, შეაღწიოს იმ ქალის სულში, რომელიც ისე წავიდა ქვეყნიდან, რომ ვერ გაუგეს...
40 წელია გასული მერილინის სიკვდილის შემდეგ და ისევ ყველას ახსოვს. რას უნდა ნიშნავდეს ეს? - ალბათ იმას, რომ მსოფლიო კინოს ისტორიაში მერილინ მონრო გაცილებით დიდი მოვლენა იყო, ვიდრე უბრალოდ ლამაზი და სექსუალური ქერა ქალი... 
                                                                                            წყარო

No comments:

Post a Comment